ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა, თავი ლუთონის მხრიდან ტაჰიტ ჩონგმა გამოიჩინა. პირველ 45 წუთში ტოტენჰემმა რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხა, თუმცა ტაიმი მაინც წააგო.
მეორე ტაიმი მასპინძელმა გუნდმა კარგად დაიწყო, ჯონსონის აქტიურობას ისა კაბორეს ავტოგოლი მოჰყვა. ამის შემდეგ უპირატესობა თავიდან ბოლომდე ტოტენჰემის მხარეს გადავიდა. მატჩის 86-ე წუთზე კი გუნდის კაპიტანმა, სონმა, საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.
ამ გამარჯვების შემდეგ პოსტეკოგლუს გუნდმა 56 ქულა მოაგროვა და ოთხეულში შესვლა მოახერხა.









