პრემიერ ლიგის 24-ე ტურის ცენტრალური მატჩი ლონდონში გაიმართა, სადაც მაყურებელმა ტოტენჰემისა და მანჩესტერ სიტის დაპირისპირება იხილა.
იმის მიუხედავად, რომ პეპ გვარდიოლას გუნდმა პირველი ტაიმი 0-2 მოიგო, მეორე ნახევარში ტოტენჰემმა მოახერხა და საკმაოდ ძლიერ მეტოქეს დაუქამბექა და მნიშვნელოვანი ქულებიც დააკარგვინა.
მანჩესტერ სიტიმ ამ ტურის შემდეგ 47 ქულა მოაგროვა, ლიდერ არსენალთან ჩამორჩენა კი 6 ქულამდე გაიზარდა. რაც შეეხება ტოტენჰემს, ტომას ფრანკის გუნდმა 29 ქულას მოუყარა თავი, რითაც მე-14 პოზიციაზე გადასვლა შეძლო.
ტოტენჰემი 2-2 მანჩესტერ სიტი
გოლები: 0-1 რაიან შერკი 11', 0-2 ანტუან სემენიო 44', 1-2 მარკ გეჰი (ს.კ.) 2-2 დომინიკ სოლანკე 70'.
მატჩის მიმოხილვა









