გადაწყვეტილება მიღებულია — ტოტენჰემმა ენჯ პოსტეკოგლუ გუნდიდან გაუშვა! ავსტრალიელ სპეციალისტს ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობეს.
იმის მიუხედავად, რომ ტოტენჰემმა ენჯ პოსტეკოგლუს ხელმძღვანელობით ევროპა ლიგა მოიგო, ლონდონურ კლუბში მთავარი მწვრთნელის გაშვება მაინც გადაწყვიტეს.
ენჯ პოსტეკოგლუ ტოტენჰემში 2023 წლიდან მოყოლებული მუშაობდა. ტოტენჰემმა ამ დროში 101 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 47 მოიგო, 14 ფრედ დაასრულა, ხოლო 40-ჯერ დამარცხდა.
ამ მომენტისთვის უცნობია თუ ვინ ჩაიბარებს ტოტენჰემს მომდევნო სეზონის წინ, თუმცა როგორც კლუბთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან, ლონდონელებს ტომას ფრანკისა და მარკო სილვას კანდიდატურები ძალიან მოსწონთ.









