შეხვედრაში ანგარიში საკმაოდ მალე, მე-3 წუთზე გაიხსნა. მიკი ვან დე ვენმა საოცარი დრიბლინგი შემოგვთავაზა, რასაც ბრენან ჯონსონის გატანილი გოლი მოჰყვა. ტაიმის მიწურულს მთავარმა არბიტრმა მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი ბრუნო ფერნანდეში მოედნიდან გააძევა, რამაც ტოტენჰემის უპირატესობა უფრო გაზარდა.
მეორე ტაიმი "მამლებმა" ისევ შეტევებით დაიწყეს და საკმაოდ მალე მეორე გოლიც გაიტანეს. თავი ამჯერად დეიან კულუსევსკიმ გამოიჩინა, რომელმაც ეფექტური გოლის გატანა მოახერხა. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში კი დომინიკ სოლანკემ დააფიქსირა, რომელმაც 77-ე წუთზე პაპე მატარ სარის პასით ისარგებლა.
ენჯ პოსტეკოგლუს გუნდმა ამ გამარჯვებით 10 ქულა მოაგროვა და მე-8 პოზიციაზე დაწინაურდა. რაც შეეხება მანჩესტერ იუნაიტედს, ერიკ ტენ ჰაგის გუნდის კრიზისი გრძელდება. "წითელი ეშაკები" მე-12 პოზიციას იკავებენ.









