ტოტენჰემის მხრიდან თავი დეიან კულუსევსკიმ, ივ ბისუმამ და ჰენგ–მინ სონმა გამოიჩინეს, ხოლო ერთი ბურთი საკუთარ კარში კი ჟან-კლერ ტოდიბომ გაიტანა. რაც შეეხება ვესტ ჰემის მხრიდან გატანილი გოლის ავტორს, თავი მუჰამედ კუდუსმა გამოიჩინა, რომელიც მატჩის მიწურულს, მთავარმა არბიტრმა მოედნიდან უხეშობისთვის გააძევა.
ტოტენჰემმა ამ გამარჯვების შემდეგ 13 ქულა მოაგროვა და დროებით მე-6 პოზიციაზე აღზევდა. რაც შეეხება "ჩაქუჩებს", ხულიენ ლოპეტეგის გუნდის პრობლემები გრძელდება, ლონდონელები ამ წაგების შემდეგ, მე-14 პოზიციაზე დარჩნენ.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









