ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელმა ემანუელ პეტი მანჩესტერ იუნაიტედში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და ამ გუნდში მუშაობას არცერთ მწვრთნელს არ ურჩევს.
"ლუის ენრიკე მანჩესტერ იუნაიტედში? - თქვენ გგონიათ, ენრიკე ჯამბაზების გუნდში მივა, სადაც უბრალოც ცირკია და სხვა არაფერი?
გუნდში მწვრთნელებს ხელმძღვანელები ეუბნებიან, რა უნდა გააკეთო, ვინ მოიყვანო, ვინ ათამაშო, ისინი გადაწყვეტილებას თავად იღებენ.
შესაბამისად, ენრიკეს, გვარდიოლას, კლოპის და მსგავსი დონის სპეციალისტები იუნაიტედში არ მივლენ. შანსი არ არის, მანჩესტერს სჭირდება თოჯინა, რომელიც ყველაფერზე თანახმა იქნება", - განაცხადა პეტიმ.









