LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა იბერიამ მორიგი ტრანსფერი განახორციელა და 21 წლის ცენტრალური მცველი აფონსო ლინდო დაიმატა.
ლინდომ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა. ინგლისელი მცველი გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს და გუნდს მომდევნო მნიშვნელოვან დაეხმარება.
ლინდო მიდლსბროს აღზრდილია. აღსანიშნავია, რომ 21 წლის ფეხბურთელს პრემიერ ლიგა 2-ში მიდლსბროს მაისურით 50-მდე შეხვედრა აქვს ჩატარებული. ის Unik Sports-ის სააგენტოს წევრია, თბილისში უკვე რამდენიმე კვირაა იმყოფება და იბერიას წინა მატჩებს თვალს აქტიურად ადევნებდა.
მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ იბერია გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ივა გელაშვილმა დატოვა. თბილისურმა კლუბმა ლინდო სწორედ მის შემცვლელად მიიყვანა.









