La Gazzetta dello Sport Georgia-ს ინფორმაციით, იმერულ კლუბში "ზალცბურგის" განელი შემტევი, დანიელ ოვუსუ ითამაშებს. "სამტრედიას" ის მიმდინარე კვირაში შეუერთდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბის ოფიციალური წევრი გახდება.
როგორც Lagazzetta.ge-სთვის გახდა ცნობილი, ოვუსუ "ზალცბურგიდან" "სამტრედიაში" ტრანსფერით გადავიდა. კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, თუ სამტრედია 21 წლის შემტევს გაყიდის, მომდევნო ტრანსფერიდან "ზალცბურგი" წილს აიღებს.
ოვუსუ ავსტრიის საუკეთესო გუნდში 2021 წლიდან ირიცხება, თუმცა სხვადასხვა ავსტრიულ გუნდში იყო განათხოვრებული.
ბოლოს ის ზალცბურგში იყო, მათთან ერთად ვარჯიშობდა, ამიერიდან კი "სამტრედიას" ფეხბურთელი იქნება.
რაც შეეხება ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს, 4 ტურის შემდეგ, "სამტრედიას" 2 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა.










