გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ დაადასტურა, რომ ტრანსფერიდან რამდენიმე დღეში, მერინომ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და რამდენიმე კვირას იუქმებს.
"მერინომ ვარჯიშზე შეჯახებისას ტრავმა მიიღო. მას მხარზე აქვს პრობლემები, რაც სამწუხაროა, რადგან რამდენიმე კვირა ვერ დაგვეხმარება.
მერინო გამოკვლევებს ჩაიტარებს და უფრო დაზუსტებით გვეცოდინება, რა სირთულისაა ეს ტრავმა", - განაცხადა არტეტამ.
პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში "მეთოფეები" ბრაიტონს დაუპირისპირდებიან.









