ლა ლიგა 2-ის გასულ ტურში, ალბასეტესთან შეხვედრაში კადისის ქართველი ფეხბურთელი იური ტაბატაძე ტრავმის გამო შეცვალეს.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ტაბატაძის ტრავმა საკმაოდ მძიმეა, მან ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და ეს სეზონი დასრულებულია.
როგორც კლუბი ადასტურებს, ტაბატაძე მინიმუმ 6 თვით იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ ზაფხულამდე მოედანზე ვერ ვიხილავთ.
არადა, ტაბატაძისთვის ეს სეზონი გამორჩეული იყო, კადისის ლიდერად იქცა და 6 გოლი დაუგროვდა.









