არსენალში საკადრო პრობლემებს დასასრული არ უჩანს. პრემიერ ლიგის ბოლო ტურში მიკელ არტეტამ ტრავმის გამო კიდევ ერთი მცველი დაკარგა. საუბარია ბენ უაითზე, რომელმაც ფეხის უკანა კუნთი დაიზიანა, რის გამოც საკმაოდ დიდხანს იუქმებს.
პირველადი ინფორმაციით, 28 წლის მცველი მინიმუმ 1 თვეს გამოტოვებს, რის შემდეგაც ახალი გამოკვლევები ჩუტარდება და გაირკვევა როდის დაბრუნდება მოედანზე.
შეგახსენებთ, არსენალში ტრავმა კიდევ 4 ფეხბურთელს აწუხებს — გაბრიელ მაგალიაესი, კრისტიან მოსკერა, მაქს დოუმენი და კაი ჰავერცი მიკელ არტეტას განკარგულებაში არ არიან.









