დადასტურებულად — ლაუტარო მარტინესი ტრავმის გამო დაახლოებით 1 თვეს გამოტოვებს, რის შემდეგაც არგენტინელ ფორვარდს ახალი გამოკვლევები ჩაუტარდება და ზუსტად გაირკვევა თუ როდის დაუბრუნდება მოედანს.
შეგახსენებთ, 28 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩში, ბოდო/გლიმტთან მიიღო, რა დროსაც ფეხის უკანა კუნთი დაიზიანა და მოედანი ნაადრევად დატოვა.
იყო ვარაუდი, რომ ტრავმა ბევრად მძიმე აღმოჩნდებოდა, მაგრამ ინტერისთვის საბედნიეროდ არგენტინელი მხოლოდ 1 თვემდე იუქმებს.









