პარი სენ-ჟერმენის ოფიციალურ განცხადებაში როგორც ვკითხულობთ, გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში მძიმე ტრავმა მიიღო ბრედლი ბარკოლამ, რომელიც საკმაოდ დიდხანს იუქმებს.
როგორც ირკვევა, 23 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა მყესები დაიზიანა, რის გამოც პირველადი ინფორმაციით რამდენიმე კვირას იუქმებს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ბრედლი ბარკოლა 1 თვემდე გამოტოვებს, რაც ლუის ენრიკესთვის უდიდესი დანაკლისი იქნება.









