რეალ მადრიდის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ირკვევა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ტრავმა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, რის გამოც ინგლისელი განაპირა მცველი საკმაოდ დიდხანს იუქმებს.
27 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ატლეტიკ ბილბაოსთან მატჩში მიიღო, რა დროსაც ფეხის უკანა კუნთი დაიზიანა. პირველადი ინფორმაციით, ინგლისელი მცველი დაახლოებით 2 თვეს იუქმებს.
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ამ სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.









