ლა ლიგის მე-13 ტურში ბარსელონამ განახლებულ კამპ ნოუზე უმასპინძლა ბილბაოს ატლეტიკს, რომელიც ანგარიშით 4:0 გაანადგურა. კატალონიელების მხრიდან დუბლი გაიფორმა ფერან ტორესმა, ასევე თითო ბურთი რობერტ ლევანდოვსკიმ და ფერმინ ლოპესმა გაიტანეს.
"ბლაუგრანა" აგროვებს 31 ქულას და უთანაბრდება მადრიდის რეალს, თუმცა ლა ლიგის ლიდერს თავისი მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია. 23 ნოემბერს, პრიმერა დივიზიონის ტური სწორედ "სამეფო კლუბის" ელჩესთან სტუმრობით დაიხურება.
ბარსელონა 4:0 ბილბაო
გოლები: 1:0 რობერტ ლევანდოვსკი 4', 2:0, 4:0 ფერან ტორესი 45', 90', 3:0 ფერმინ ლოპესი 48'.









