The Guardian-მა გამოაქვეყნა ფრანგი მეკარის ბიოგრაფიული წიგნის ნაწყვეტი, რომელშიც ის სწორედ "წითლებთან" მარცხს იხსენებს. ვეტერან კარის დარაჯს გაუკვირდა საჩუქარი, რომელიც ლონდონელთა პრეზიდენტმა, დენიელ ლევიმ მოამზადა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 4 დღით ადრე. იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს "მამლები" ჩემპიონობას არც განიხილავდნენ.
"ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ოთხი დღით ადრე, ლევიმ მოგვიტანა საჩუქარი სპონსორისგან - ფეშენებელური საათი, რომელსაც ეწერა: "2019 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი". ვინ იქცევა ასე? იმ მატჩის მოგების შემთხვევაში, მეეჭვება, რომ მათ გადაეცვალათ საათები და დაეწერათ: "ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული".
ფინალის შემდეგ, მექნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მარცხით იმედგაცრუებული არავინ იყო. გასაგებია, რომ გავედით ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ ტიტული ვერ მოვიგეთ", - განაცხადა ტოტენჰემის ყოფილმა გოლკიპერმა, რომელმაც 440-ზე მეტი მატჩი ინგლისურ კლუბში ტიტულის მოგების გარეშე ითამაშა.
ლოს ანჯელესის პირველი ნომერი არ არის პირველი, ვინც ჰოტსპურს ამბიციის ნაკლებობის გამო აკრიტიკებს. უკანასკნელ წლებში მსგავსი შინაარსის განცხადებები მოგვისმენია ჟოზე მოურინიოსა და ანტონიო კონტესგანაც, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ჩრდილოეთ ლონდონში დიადი მიზნებისთვის არ იბრძვიან.











