საქართველოს ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა ინსტაგრამზე დავითაშვილისა და მიქაუტაძის ფოტო დადო, სადაც საფრანგეთს ლიგა 1-ის და ლიგა 2-ის გვერდებმა დააკომენტარეს შემდეგი კომენტარი გააკეთეს - "წარმატებები ხვალ."

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს ეტაპის პლეი-ოფის 1/2 ფინალურ მატჩში, საქართველო ლუქსემბურგს უმასპინძლებს - შეხვედრა ხვალ, დინამო არენაზე. 21:00 საათზე დაიწყება. აღნიშნულ მატჩში გამარჯვებული ფინალში გავა, სადაც საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის საუკეთესოს შეხვდება. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს დაამარცხებს, ფინალი დინამო არენაზე ჩატარდება.












