ძირითად შემადგენლობაში იყო ჰაიდენჰაიმის ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, რომელსაც ბუნდესლიგაში სადებიუტო თამაში ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბუდუს საგოლე მოქმედება არ ჰქონია, ის 90 წუთი შეტევაში აქტიური იყო და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, 7.3 შეფასება მიიღო.
16 ტურის შემდეგ, ზივზივაძის ჰაიდენჰაიმს 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.









