საკლუბო სეზონი დასრულდა, თუმცა მის დასრულებისთანავე მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. საინტერესოა, რომელმა ფეხბურთელმა ჩაატარა ყველაზე მეტი შეხვედრა, შიდა ჩემპიონატის, ქვეყნის თასის, ევროთასის, სანაკრებო დაპირისპირებებისა და საკლუბო მუნდიალის ჩათვლით.
პირველ ადგილზე 69 მატჩით პედრი გონსალესი არის. ახალგაზრდა გამთამაშებელმა 59 მატჩი ჩაატარა ბარსელონაში, 10 კი ესპანეთის ეროვნულ გუნდში. კატალონიელთა ფლეიმეიქერის შემდეგ მოდის პარის სენ-ჟერმენის ვინგერი, ბრედლი ბარკოლა 67 შეხვედრით (58+9). 3-ეულს ხურავს უბერებელი ლუკა მოდრიჩი, რომელმაც 39 წლისთვის ასევე 67 თამაშის ჩატარება მოასწრო.
ფეხბურთელები ყველაზე მეტი მატჩით ამ სეზონში - საკლუბო სეზონი, სანაკრებო მატჩები, საკლუბო მუნდიალი
| ფეხბურთელი | კლუბი/ნაკრები | მატჩების რაოდენობა |
| პედრი გონსალესი | ბარსელონა/ესპანეთი | 69 (59+10) |
| ბრედლი ბარკოლა | პსჟ/საფრანგეთი | 67 (58+9) |
| ლუკა მოდრიჩი | რეალი/ხორვატია | 67 (57+10) |
| ფედერიკო ვალვერდე | რეალი/ურუგვაი | 66 (59+7) |
| დეზირე დუე | პსჟ/საფრანგეთი | 66 (55+11) |
| ბრუნო ფერნანდეში | მან იუნაიტედი/პორტუგალია | 66 (57+9) |
| პაუ კუბარსი | ბარსელონა/ესპანეთი | 66 (56+10) |
| ქერემ აქთიურქოღლუ | ბენფიკა/თურქეთი | 66 (56+10) |
| ხულიან ალვარესი | ატლეტიკო/არგენტინა | 65 (55+10) |
| მაიკლ ოლისე | ბაიერნი/საფრანგეთი | 65 (51+14) |
| ფაბიან რუისი | პსჟ/ესპანეთი | 65 (55+10) |
| ნიკოლას ოტამენდი | ბენფიკა/არგენტინა | 65 (51+14) |









