საფრანგეთის ჩემპიონატში გამართული შეხვედრა პსჟ-სა და ნიცას შორის, საკმაოდ სენსაციური გამოდგა და სტუმართა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.
ნიცამ ანგარიში გახსნა, თუმცა პსჟ-მ მალევე გაათანაბრა. იკითხებოდა, რომ მეორე ნახევარი პარიელთა უპირატესობით უნდა წარმართულიყო, მაგრამ ნიცამ გოლები კვლავ გაიტანა და პსჟ-ს წაუგებელი სერია დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკეს გუნდი ზედიზედ 30 თამაში დაუმარცხებელი იყო და მათი მიზანი ჩემპიონატის წაუგებლად ჩატარება იყო, რაც არ გამოვიდა.
პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და 7.8 შეფასება მიიღო.









