დღეს მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტესტ მატჩში იაპონიას უმასპინძლა.ტიერ1-ის გუნდთან ბორჯღალოსნებმა 23-25 წააგეს, მატჩის ბედი ბოლო წუთზე სტუმართა საჯარიმომ გადაწყვიტა.
შეხვედრის შესახებ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქრილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
“ამაყი ვარ ჩემი გუნდით, კარგად ვათამაშეთ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. ასეთ თამაშებში მნიშვნელობა ენიჭება მცირე შეცდომებს, რომ არ ყოფილიყო ის მცირე შეცდომა ჩვენ ეს თამაში მოგებული გქონდა, გული მწყდება რომ ასე მოხდა.
ძალიან მნიშვნელოვანია ტესტ-მატჩები, რადგან ჩვენ დიდი დრო გავატარეთ ერთად, რაც გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ტაქტიკა, ბოლო კვირაში იყო ტრავმები, წინა კვირის შემდეგ 5 მოთამაშე დავკარგეთ ტრავმების გამო. ნიკა სუთიძის დებიუტი უნდა აღვნიშნოთ, ხალხმა უნდა გაითვალისწინოს ის რეალობა რაშიც ვართ.
საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა, იაპონიის ნაკრები უძლიერესი გუნდია, უძლიერესი მორაგბეებით, საუკეთესო ეროვნული ლიგა აქვთ, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები ჩადიან სამუშაოდ, ასევე ჩვენ თამაშამდე იაპონიამ კარგი შეკრება გაიარა ძლიერ გუნდებთან. წავაგეთ და ვამბობ, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ვამბობ რომ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა."









