მიქაუტაძემ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, კონტრაქტი გააფორმა, კლუბის სრულფასოვანი წევრი გახდა და პირველი კომენტარიც გააკეთა.
"გერლანდის რიგებში ვთამაშობდი, 7-8 წლის ვიყავი და ლიონის წინააღმდეგ მომიწია თამაში, მათ 4-5 გოლი გავუტანე, რის შემდეგაც, ლიონის ხელძღვანელობა ჩემს წასაყვანად ჯერ მწვრთნელს ელაპარაკა, შემდეგ კი - ჩემს მშობლებს.
"ძალიან ამაყი ვარ. აქედან წავედი როგორც ბიჭი და დავბრუნდი როგორც კაცი. როდესაც გავიგე, რომ ლიონიდან შემოთავაზება მქონდა, ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ იქ წასვლა მინდოდა, რადგან ისტორიის წერა ჯერ არ დამისრულებია.
ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩემს ქვეყანასთან ერთად წარმოუდგენელი იყო და მინდოდა, ყოველი წამით სიამოვნება მიმეღო. ასეთ გრძნობას ცხოვრებაში მეორედ ვერ გამოცდი. ის ემოციები, რასაც ხალხი იღებდა, დაუჯერებელი იყო.
მოხარული ვარ, რომ შეტევაში ლაკაზეტისთან ერთად მომიწევს თამაში. ის მაღალი დონის ფეხბურთელი და სამაგალითო მოთამაშეა, რადგან აკადემიაში ყოფნისას, მის თამაშებს ვუყურებდი, ახლა კი მასთან ერთად ვითამაშებ", - განაცხადა მიქუატაძემ.










