როგორც რამდენიმე საათის წინ გაუწყეთ, 21 წლის ფეხბურთელი ვახო ბედოშვილი ახლოსაა ნიჟნი ნოვგოროდში გადასვლასთან.
მოგეხსენებათ, მისი შეძენის თურქეთის წარმომადგენელი სამსუნსპორი ინტერესდებოდა, თუმცა მხარეები სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.
როგორც მოვიკვლიეთ სატრანსფერო მოცემულობა შემდეგი იყო: სამსუნსპორი ბედოშვილის სანაცვლოდ 300 ათას ევროს იხდიდა, პლიუს ბონუსები და 10% შემდეგი ტრანსფერიდან, ორბიმ კი 500 ათასი ევრო მოითხოვა, ბონუსების გარეშე, რაზეც თურქულმა კლუბმა უარი თქვა.
პარალელურად, ბედოშვილის შეძენით პოლონური ვისლა ინტერესდებოდა, სატრანსფერო ფასი შედარებით დაბალი იყო, ვიდრე სამსუნსპორის, თუმცა მომდევნო ტრანსფერის თანხა ამ შემთხვევაში 50% იყო.
საბოლოოდ, დიდი ალბათობით, ბედოშვილი კარიერას ნიჟნი ნოვგოროდში გააგრძელებს.









