ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, პარი სენ ჟერმენმა ჩელსის ლონდონში 3 უპასუხო გოლი გაუტანა და მეტოქე ორი მატჩის ჯამში 8-2 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში გოლი გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ და პირველი მატჩის მსგავსად, საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველმა შემტევმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ჩელსის დამარცხება არ იყო მარტივი და მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით. მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველი გოლი გავიტანეთ და შემდეგ ჩვენი თამაში ვითამაშეთ. წინ კიდევ ბევრი მნიშვნელივანი მატჩია და ასე უნდა გავაგრძელოთ" — ხვიჩა კვარაცხელია.
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში პარი სენ ჟერმენის მეტოქე დღეს, ლივერპულის და გალათასარაის დაპირისპირებაში გაირკვევა. გუნდების პირველი მატჩი თურქებმა მოიგეს 1-0 მოიგეს და ინგლისში მცირე უპირატესობით ჩადიან.









