ჟოაუ ფელიქსი 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ ალ-ნასრში გადადის. ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, ჯამური თანხა, რომელიც პორტუგალიელი ვინგერის სანაცვლოდ იქნება გადახდილი, 246 მილიონ ევროს გაუტოლდება. მასზე წინ იქნება მხოლოდ 3 მოთამაშე: კრიშტიანუ რონალდუ, ნეიმარ ჟუნიორი და რომელუ ლუკაკუ.
ლისაბონის ბენფიკას აღზრდილი გარემარბის სატრანსფერო ისტორია ასეთია - 127.20 მილიონ ევროდ ის გაიფორმა მადრიდის ატლეტიკომ, შემდეგ ჯამში 63 მილიონი 25 წლის ვინგერი ლონდონის ჩელსის დაუჯდა. გასათვალისწინებელია მისი ფასიანი, 5.5-მილიონიანი იჯარა მილანშიც.
ამ თანხას დაემატება რიადელების 50 მილიონი ევრო, რის შემდეგაც "როხიბლანკოს" ყოფილი შვიდიანის სანაცვლოდ გადახდილი თანხა 246 მილიონამდე ავა. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ 10 მოთამაშე, რომლის სანაცვლოდ ჯამურად ყველაზე დიდი თანხა არის გადახდილი.
| ფეხბურთელი | ჯამური თანხა |
| 1. ნეიმარ ჟუნიორი | 400 მილიონი ევრო |
| 2. რომელუ ლუკაკუ | 369.22 მილიონი ევრო |
| 3. კრიშტიანუ რონალდუ | 247 მილიონი ევრო |
| 4. ჟოაუ ფელიქსი* | 246 მილიონი ევრო |
| 5. უსმან დემბელე | 220 მილიონი ევრო |
| 6. ალვარო მორატა | 208 მილიონი ევრო |
| 7. ანტუან გრიზმანი | 206 მილიონი ევრო |
| 8. მატის დე ლიხტი | 197.50 მილიონი ევრო |
| 9. მათეუს კუნია | 192.20 მილიონი ევრო |
| 10. ფილიპე კოუტინიო | 180.30 მილიონი ევრო |









