ერლინგ ჰოლანდის სეზონის სტარტი შთამბეჭდავია - მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა ნორვეგიის ნაკრებთან ერთად და ასევე 15 მატჩში გატანილი 19 ბურთი მანჩესტერ სიტის რიგებში. სეზონის სტარტიდან-დღემდე, ეროვნულ გუნდსა და კლუბში დაფიქსირებული შედეგის მიხედვით, ნორვეგიელმა ფორვარდმა გოლს+ასისტის სისტემით უკვე 35 ქულა მოაგროვა.
შედეგი მართლაც საოცარია, თუმცა არა საუკეთესო. "ქალაქელების" თავდამსხმელზე წინ არიან ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ, რომლებმაც სხვადასხვა დროს 1 აგვისტოდან-ნოემბრის შუა რიცხვებამდე 40 და 36 ქულა მოაგროვეს. არგენტინელმა ფლეიმეიქერმა ეს შეძლო 2011/12 წლების სეზონის სტარტზე, პორტუგალიელმა ფორვარდმა კი 2013/14 წლების სეზონის.
აღსანიშნავია, რომ პეპ გუარდიოლას გუნდის ცხრიანი 35 ქულით არ არის ერთადერთი, ის მესამე ადგილს იყოფს ისევ და ისევ ინტერ მაიამის ამჟამინდელ კაპიტანთან, ამჯერად 2012/13 წლების შედეგებით. შემდეგ, ზედიზედ 2-ჯერ მოდის რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც 2015/16-სა და 2021/2022 წლების სეზონში 34-34 ქულა მოაგროვა.
ყველაზე მეტი ქულა გოლს+ასისტის სისტემით აგვისტოს დასაწყისიდან - ნოემბრის შუა რიცხვებამდე
| ლიონელ მესი | 40 | 2011/2012 | არგენტინა/ბარსელონა |
| კრიშტიანუ რონალდუ | 36 | 2013/2014 | პორტუგალია/რეალი |
| ლიონელ მესი | 35 | 2012/2013 | არგენტინა/ბარსელონა |
| ერლინგ ჰოლანდი | 35 | 2025/2026 | ნორვეგია/მანჩესტერ სიტი |
| რობერტ ლევანდოვსკი | 34 | 2015/2016 | პოლონეთი/ბაიერნი |
| რობერტ ლევანდოვსკი | 34 | 2021/2022 | პოლონეთი/ბაიერნი |
| ჰარი კეინი | 33 | 2023/2024 | ინგლისი/ბაიერნი |
| კრიშტიანუ რონალდუ | 32 | 2011/2012 | პორტუგალია/რეალი |
| პიერ-ემერიკ ობამეიანგი | 32 | 2015/2016 | გაბონი/დორტმუნდი |









