მოგეხსენებათ, ამ გუნდების პირველი მატჩი ტირანაში შედგა და ჩვენი გამარჯვებით, 0:1 დასრულდა.
"ხვალინდელ მატჩში გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ 3 ქულით შეგვეძლება ლიდერთა შორის ვიყოთ, ამიტომ 3 ქულისთვის ვართ ჩამოსული.
კვარაცხელია სახიფათო მოთამაშეა და კარგი შემტევია. ის წინა შეხვედრაში შევაჩერეთ და ახლაც იმავეს ვიზამთ. გუნდურობით შეგვიძლია, რომ ეს გავაკეთოთ და სასურველ მიზანს მივაღწიოთ", - განაცხადა ისმაილიმ.












