მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, მადრიდის რეალი მექსიკურ პაჩუკას დაუპირისპირდა და მეტოქე 3-1 დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში სამეფო კლუბმა 35-ე წუთზე გახსნა — გოლი ჯუდ ბელინგემმა გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე, არდა გიულერმა ორამდე გაზარდა სხვაობა და პირველი ნახევარი რეალის უპირატესობით, 2-0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მე-7 წუთზე ასენსიომ წითელი ბარათი მიიღო და ალონსოს 10 კაციც დარჩა.
მეორე ტაიმში, 69-ე წუთზე, ფედერიკო ვალვერდემ მესამე გოლი გაიტანა მეტოქის კარში, თუმცა 70-ე წუთზე პაჩუკამ ერთი ბურთი გაქვითა — თავი მონტიელმა გამოიჩინა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 3-1 დასრულდა.
რეალი 3-1 პაჩუკა
გოლები: 1-0 ბელინგემი (35'), 2-0 გიულერი (43'), 3-0 ვალვერდე (70'), 3-1 მონტიელი (80')









