პირველი მატჩი კატალონიელებს 3:2 ჰქონდათ მოგებული და დღევანდელ შეხვედრაში ანგარიშიც მასპინძლებმა გახსნეს. მე-12 წუთზე გოლი რაფინიამ გაიტანა. 29-ე წუთზე, მსაჯმა მოედნიდან ბარსელონას მცველი, არაუხო გააძევა, ხოლო მე-40 წუთზე დემბელემ ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი დასრულდა.
მეორე ტაიმის დებიუტში, 54-ე წუთზე, ვიტინიამ შორეული დარტყმით აიღო ბარსელონას კარი და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა, ზუსტად 7 წუთში კი მბაპემ პარიზელები წინ გაიყვანა. 89-ე წუთზე, მბაპემ დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 1:4 დააფიქსირა.
ბარსელონა 1:4 პსჟ (ორი მატჩის ჯამში: 4:6)
გოლები: 1-0 რაფინია (12'), 1-1 დემბელე (40'), 1-2 ვიტინია (54'), 1-3, 1-4 (მბაპე 61' 89')
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში პსჟ-ს მეტოქე დორტმუნდი იქნება, რომელმაც ორი მატჩის ჯამში ატლეტიკოს 5:4 მოუგო.










