21 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, ნაპოლი საკუთარ მოედანზე ბარსელონას დაუპირისპირდება. კლუბის პრეზიდენტისთვის, აურელიო დე ლაურენტისისთვის კი ეს სეზონის გადამწყვეტი მატჩია.
დე ლაურენტისი მილანთან დაფიქსირებული შედეგით უკმაყოფილია, მან ნეაპოლელთა მთავარ მწვრთნელს, ვალტერ მაძარის, ულტიმატუმიც წაუყენა:
ბარსელონასთან მატჩამდე, ნაპოლი სერია ა-ში ჯენოას მასპინძლობს. თუ მაძარი ქულებს ამ მატჩშიც დაკარგავს, პრეზიდენტი მაშინვე გაათავისუფლებს და გუნდს ბარსელონასთან შეხვედრა მის გარეშე, ახალი გეგმებით მოუწევს.
როგორც ჩანს, ნეაპოლში ცხელი საათებია. დე ლაურენტისს ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციებში მწვრთნელების გაშვება რომ არ უჭირს, ბევრჯერ დავრწმუნდით.
სერია ა-ს მორიგი ტურის მატჩი ნაპოლისა და ჯენოას შორის, 17 თებერვალს შედგება. ამ მატჩში გაირკვევა მაძარის ბედიც.
Giovanni Montuori
RCS Mediagroup SpA
Serie A
ცხელი საათები ნაპოლისთვის: ბარსელონასთან მატჩამდე მაძარის გუნდიდან გაუშვებენ?









