მილანის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა.
"იტალიის ეროვნულ ნაკრებში მუშაობა? ახლა ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ.
ამ მომენტისთვის მილანში ვარ და თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ აქ ბედნიერი ვარ. მომავალი? იმედი მაქვს, რომ მილანში დიდხანს დავრჩები. ჩვენი პროექტი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის მიზნით დავიწყეთ, რომელიც შთამბეჭდავი ტურნირია - თანაც, დიდი ხანია არ მიმიღია მონაწილეობა და მინდა მილანთან ერთად მომდევნო სეზონში ვითამაშო.
ეროვნული ნაკრების პრობლემა მხოლოდ მწვრთნელს არ ეხება, არამედ მთლიან სისტემაშია პრობლემები. ყველაფერი უნდა შეიცვალოს და ნულიდან შენება დაიწყოს. იტალიაში კარგი მოთამაშეები გვყავს და ვფიქრობ, მომავალი საიმედო ხელშია. ვიმეორებ, საქმე მხოლოდ მწვრთნელში არ არის, 2030 წლამდე ბევრი რამ არის შესაცვლელი.
იტალიის ნაკრების გაწვრთნა მომავალში? ცხოვრება არაპროგნოზირებადია - არასდროს იცი, რა შეიძლება მოხდეს."









