თავად "იების" ყოფილი თავდამსხმელის თქმით, "ბიანკონერიში" გადასვლა მისი ინიციატივა სულაც არ ყოფილა - "ვიღაცას, ძალიან გავლენიანს სჭირდებოდა ჩემი ფიორედან წასვლა. ის იყო იმდენად გავლენიანი, რომ მე უძლური ვიყავი. ყველაფერი ჩემს მაგივრად გადაწყვიტეს. არასდროს წავიდოდი აქედან ჩემი ნებით, მე გამყიდეს.
ჩემთვის არ უკითხავთ აზრი - ეს ტრანსფერი თავიდან ბოლომდე "ვიოლას" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა. იუვენტუსში ვიღებდი სამჯერ უფრო დიდ ხელფასს, მაგრამ ფული არ მადარდებდა. ყოველ ქალაქში ვეძებდი ფლორენციის მსგავს სილამაზეს, მაგრამ ვერსად ვიპოვე. თავს ვგრძნობდი როგორც შეყვარებული ადამიანი, რომელსაც საყვარელი გოგონა წაართვეს", - იხსენებს "იების" ყოფილი მე-10 ნომერი.
"ღვთაებრივი ცხენისკუდა" არტემიო ფრანკიდან ტურინში 12.9 მილიონ ევროდ გადავიდა. ეს ტრანსფერი მოხდა 1990 წელს და თავისი დროის რეკორდული გარიგებაც იყო. ბაჯომ "ბებერ ქალბატონში" ჩაატარა 200 მატჩი და გაიტანა 115 ბურთი. მის ანგარიშზე იყო 3 ტიტული და ოქროს ბურთი.











