მეცთან მოგებული მატჩის დასრულებისთანავე, პსჟ დოჰაში გაემგზავრა, სადაც საკონტინენტთაშორისო თასის ფინალურ შეხვედრას ჩაატარებს,
პარიზელთა მეტოქე ბრაზილიური ფლამენგო იქნება, რომელთაც ნახევარფინალში ეგვიპტური პირამიდსი 2:0 დაამარცხა.
პსჟ-სა და ფლამენგოს დაპირისპირება 17 დეკემბერსაა ჩანიშნული. განაცხადშია პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ჩემპიონობის, სუპერთასის, თასის, ჩემპიონთა ლიგისა და უეფას სუპერთასის შემდეგ, პსჟ-ს ამ წელს მე-6 ტიტულის მოგების შანსი აქვს.









