ბორჯღალოსნებმა აღნიშნულ მატჩში 4 ლელო დადეს, ხოლო გერმანიამ 2 ლელოთი უპასუხა. საქართველოს მხრიდან ლელოები ილია სპანდერაშვილმა, მერაბ შარიქაძემ და მირიან მოდებაძემ გაიფორმეს. ერთი საჯარიმო ლელო კი მსაჯმა წესების დარღვევისთვის ჩაგვითვალა.
პირველი ტურის შემდეგ რაგბი ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფს 4-4 ქულით საქართველო და ესპანეთი ლიდერობენ, ნიდერლანდები 1 ქულით მე-3 პოზიციაზეა, ხოლო გერმანია 0 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.
შემდეგ ტურში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება - მატჩი 10 თებერვალს თბილისში გაიმართება.









