თელავმა პირველი მატჩი ჩემპიონ იბერიასთან წააგო, ტორპედომ კი უკე ორი შეხვედრის ჩატარება მოასწრო - გაგრასთან გაიმარჯვა, იბერიასთან კი დამარცხდა.
ქუთაისელთა ახალ მთავაფრ მწვრთნელს დირკ შუსტერს იმედი აქვს, რომ დღეს შენგელია არენაზე შეკრებილი გულშემატკივარი თავის საყვარელ გუნდს მხარს ბოლომდე დაუჭერს. მათთვის დღევანდელი გამარჯვება მნიშვნელოვანია, რადგან თავიდანვე სურთ ლიდერობის მოპოვება.
ხვალ, ფოთის კოლხეთი დინამო თბილისს უმაშპინძლებს. დინამომ წინა მატჩში ყველა ისეთ ფეხბურთელი ათამაშა, ვინც მათი აკადემიის აღზრდილია და გაიმარჯვა კიდეც. ფოთმა სეზონი ცუდად დაიწყო და პირველი ქულების მოპოვებას დინამოსთან შეეცდება.
საინტერესო იქნება გორში გასამართი შეხვედრა დილასა და იბერიას შორის, ამავე დღეს დინამო ბათუმი გაგრას უმასპინძლებს, ტური კი სამურალისა და გარეჯის მატჩით დაიხურება.
ეროვნული ლიგის მე-3 ტურის განრიგი:
9 მარტი
ტორპედო-თელავი 20:00
10 მარტი
კოლხეთი-დინამო თბილისი 15:00
დილა-იბერია თბილისი 19:00
დინამო ბათუმი-გაგრა 21:00
11 მარტი
სამგურალი-გარეჯი 19:00









