მსოფლიო რაგბიმ 2027 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის თამაშების განრიგი და მასპინძელი სტადიონები დაამტკიცა.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები B ჯგუფში მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, იტალიასთან და რუმინეთთან ერთად ითამაშებს.
ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას 3 ოქტომბერს, რუმინეთის ნაკრებთან გამართავს. რუმინეთს 2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველომ 25:9 მოუგო.
10 ოქტომბერს ბორჯღალოსნები მსოფლიოს მოქმედ და 4-გზის ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას ბრისბენში, „ბრისბენ სთედიუმზე“ შეერკინებიან.
საქართველო სამხრეთ აფრიკას 2003 წლის მსოფლიო თასზეც შეხვდა (სიდნეიში) და ტურნირზე თავისი პირველი, ისტორიული ლელო გაიტანა (დავით დადუნაშვილმა), შეხვედრა კი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა - 46:19.
ჯგუფურ ეტაპის დასკვნით მატჩს ბორჯღალოსნები 17 ოქტომბერს იტალიასთან გამართავენ. თამაში ნიუკასლში, „ნიუკასლ სთედიუმზე“ გაიმართება.
რიგით მე-11 მსოფლიო თასი, რომელშიც პირველად მიიღებს მონაწილეობას 24 გუნდი, 1 ოქტომბერს მასპინძელი ავსტრალიისა და ჰონკონგის შეხვედრით გაიხსნება. პერთში, 60-ათასიან „პერთი სთედიუმზე“ თამაში 18:45 საათზე დაიწყება.
ფინალურ შეხვედრას 13 ნოემბერს სიდნეი „სთედიუმ ავსტრალია“ უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, ბორჯალოსნებმა თავის პირველ მსოფლიო თასზე 2003 წელს სწორედ ავსტრალიაში ითამაშეს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე:
საქართველო – რუმინეთი |3 ოქტომბერი, თაუნსვილი
ამხრეთ აფრიკა – საქართველო |10 ოქტომბერი, ბრისბენი
იტალია - საქართველო|17 ოქტომბერი, ნიუკასლი









