ფინალური მატჩისთვის ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ორი კვირის წინ რუმინეთთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებში სამი ცვლილებაა – ერთი ხაზში და ორი მარქაფაში.
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ტულონი);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).
2018 წლიდან დღემდე, ბორჯღალოსნებმა ტიტული ზედიზედ 6-ჯერ მოიგეს, რითაც წინა რეკორდი გაიმეორეს (2011-2016) და თუ 17 მარტს გაიმარჯვეს, საკუთარ მიღწევას გააუმჯობესებენ.
წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ გერმანია 28:17, ნიდერლანდები 31:10, ხოლო ესპანეთი 38:3 დაამარცხა. პორტუგალიამ პირველ ტურში ბელგიასთან 6:10 წააგო, მერე პოლონეთს 54:7, რუმინეთს კი 49:24 მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
რაგბი ევროპის ნახევარფინალში საქართველომ რუმინეთი „მიხეილ მესხზე“ 43:5 დაამარცხა, პორტუგალიამ კი ესპანეთს დაძაბულ ბრძოლაში 33:30 სძლია.
საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი მორაგბეები ჩემპიონის ტიტულს მე-16-ედ მოიპოვებენ.

ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი