ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის მე-17, ზედიზედ კი მე-8 ტიტულისთვის 16 მარტს ესპანეთის წინააღმდეგ იბრძოლებენ. ფინალური მატჩი „მიხეილ მესხზე“ 16:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები ესპანეთს წელს ჯგუფურ ეტაპზეც ეთამაშა და ერთი თვის წინ მადრიდში 62:32 მოიგო.
აღსანიშნავია, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატში ფინალური თამაშები 2023 წლიდან დაინერგა და საქართველო გადამწყვეტ თამაშს პირველად უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით „მიხეილ მესხზე“ მისულ გულშემატკივარს არაერთი სიურპრიზი ელის, როგორც მატჩის დაწყებამდე, ასევე მისი დასრულების შემდეგ.
რუმინეთთან ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნების 23-კაციან განაცხადში მცირედი ცვლილებებია. ლუკა მატკავას არყოფნის ფონზე, მგეზავის პოზიციაზე თამაშს დავით ნინიაშვილი იწყებს, რომელიც ვასილ ლობჟანიძეს შეუწყვილდება. აღსანიშნავია, რომ ესპანეთთან მადრიდულ მატჩში ღერძე თამაში სწორედ ამ წყვილმა დაიწყო.
საქართველოს ესპანეთის წინააღმდეგ ისტორიაში 26-ჯერ უთამაშია და მათგან 22-ში გამარჯვება მოიპოვა, ერთი ფრედ დაასრულა და მხოლოდ 3 შეხვედრა დათმო, ბოლო 2012 წელს. ესპანეთთან საქართველოში გამართული ყველა თამაში ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა, 2013 წლიდან დღემდე კი, ჩვენმა გუნდმა „ლომები“ ზედიზედ 14-ჯერ დაამარცხა.
2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
ფინალი. 16 მარტი (კვირა), 16:00 საათი;
თბილისი. „მიხეილ მესხი“ სტადიონი
საქართველო - ესპანეთი
საქართველო
ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ბექა გორგაძე (პო).
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი), 20. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 23. გიორგი კვესელაძე (გრენობლი).