CAF Awards-მა გამოაცხადა ნომინანტები წლის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელის პრიზზე (Player of the year). ეს არის ყოველწლიური ჯილდო, რომელსაც საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელს გადასცემენ. 2023 წლის ჯილდოს მფლობელი ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი გახდა.
იხილეთ 10 ნომინანტი, რომელიც ამ ჯილდოსთვის იბრძოლებენ:
- ამინ გუირი (რენი);
- ედმონდ ტაპსობა (ლევერკუზენი);
- სიმონ ადინგრა (ბრაიტონი);
- ჩანსელ მბემბა (მარსელი);
- სერუ გირასი (დორტმუნდი);
- აშრაფ ჰაკიმი (პსჟ);
- სუფიანე რაჰიმი (ალ-აინი);
- ადემოლა ლუკმენი (ატალანტა);
- ვილიამ ტროსტ-ეკონგი (ალ-ხოლოდი);
- რონვენ უილიამსი (სანდაუნსი).
სიაში ისეთი ტოპ ფეხბურთელები ვერ მოხვდნენ, როგორიც არიან მო სალაჰი, ბრაჰიმ დიასი, მოჰამედ კუდუსი, ნიკოლას ჯექსონი, ვიქტორ ბონიფისი და წინა წლის გამარჯვებული ვიქტორ ოსიმენი.









