მანჩესტერ იუნაიტედმა ახალი სეზონი საკმაოდ მძიმედ დაიწყო. ერიკ ტენ ჰაგის გუნდი 6 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს და ნიდერლანდელის შესახებ ინგლისურ პრესაში საუბრები არ წყდება. კლუბის უფროსობა ამ დრომდე 54 წლის სპეციალისტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა სიტუაცია შეიძლება მალე შეიცვალოს. მანჩესტერ იუნაიტედმა უახლოეს პერიოდში სათამაშო ხარისხი თუ არ გამოასწორა და ქულების დაგროვება არ დიწყო, ტენ ჰაგის გაშვების საკითხი დღის წესრიგში აუცილებლად დადგება.
იქამდე კი ცნობილი ხდება, რა თანხა დაუჯდება მანჩესტერ იუნაიტედს ერიკ ტენ ჰაგის გაშვება — იმ შემთხვევაში თუ მანჩესტერ იუნაიტედი ნიდერლანდელ სპეციალისტს დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლებს, კლუბი 54 წლის სპეციალისტს €21 მილიონს გადაუხდის.
მას შემდეგ, რაც კლუბმა ერიკ ტენ ჰაგს კონტრაქტი 2026 წლამდე ავტომატურად გაუხანგრძლივა, ხელშეკრულების გათვალისწინებით, კომპენსაციის თანხა €10 მილიონიდან €21 მილიონამდე გაიზარდა.