2026 წლსი 8 თებერვლიდან რაგბი ევროპის 17-გზის გამარჯვებული საქართველო ტიტულის დაცვას დაიწყებს. გათამაება 15 მარტს მადრიდში დასრულდება.
რაგბი ევროპის პირველ ეტაპზე 8 გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდება, საიდანაც ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გავა, დანარჩენები კი V-VIII ადგილებისათვის გააგრძელებენ ბრძოლას.
2025 წლის მსგავსად, ბორჯღალოსნები კვლავ A ჯგუფში ითამაშებენ. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, ნიდერლანდები და შვეიცარია იქნება. შვეიცარიასა და ნიდერლანდებს ბორჯღალოსნები სტუმრად შეერკინებიან, ესპანეთს კი თბილისში უმასპინძლებენ.
B ჯგუფში პორტუგალია, რუმინეთი, გერმანია და ბელგია იასპარეზებენ.
ბორჯღალოსნები 2026 წლის რაგბი ევროპის პირველ მატჩს 8 თებერვალს, ივერდონში, შვეიცარიასთან გამართავენ, ნიდერლანდებს 15 თებერვალს ამსტერდამში ეთამაშებიან, ჯგუფურ ეტაპს კი 21 თებერვალს თბილისში (ავჭალაზე), ესპანეთთან დაასრულებენ.
ნახევარფინალები 7-8 მარტს გაიმართება. თითოეული ჯგუფის პირველი და მესამე ადგილოსანი გუნდები საკუთარი მოედნის უპირატესობით ისარგებლებენ, ფინალური შეხვედრები კი 15 მარტს, მადრიდში შედგება.
შეგახსენებთ, რაგბი ევროპის დაწყებამდე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ნოემბერში სამი ტესტ-მატჩი ელის, 8 და 15 ნოემბერს ბათუმში, აშშ-სა და კანადასთან, 22 ნოემბერს კი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ იაპონიასთან. სამივე მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი









