ალ ჰილალი შიდა ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრას ხვალ, 18 ოქტომბერს გამართავს, სადაც ნეიმარი წესით და რიგით განაცხადში არ იქნება, თუმცა თუ ფეხბურთელთან დაახლოებულ წყაროებს დავუჯერებთ, ბრაზილიელი 21 ოქტომბერს გასამართ შეხვედრაში, სამატჩო განაცხადში მოხვედრას აუცილებლად მოახერხებს. აზიის ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, ჟორჟე ჟესუსის გუნდი ალ აინის შეხვდება, სადაც თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მონაწილეობას ნეიმარიც მიიღებს.
ბრაზილიელმა შემტევმა უმძიმესი ტრავმა 2023 წლის ოქტომბერში მიიღო, როდესაც ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. ნეიმარი საუდის ლიგაში 2023 წელს გადაბარგდა — წინა სეზონში ბრაზილიელმა მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემითაც მოამარაგა გუნდელები, შემდეგ კი იყო მორიგი მძიმე ტრავმა და ხანგრძლივი პაუზა. 32 წლის ფეხბურთელს ალ ჰილალთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა საუდის გუნდს კონტრაქტის კიდევ 1-წლით გაგრძელების უფლება აქვს.









