ცნობილია 2024-2025 წლების სეზონის ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების ჯგუფური ეტაპის თამაშების განრიგი.
ქართული პროფესიული ფრენჩაიზი "შავი ლომი" ჩელენჯ თასში მეორედ მონაწილეობას და მესამე ჯგუფში ფრანგულ "ვანთან" და "ბაიონასთან," უელსურ "სქარლეთსთან," შოტლანდიურ "ედინბურგთან" და ინგლისურ "გლოსთერთან" ერთად იასპარეზებს.
ექვსივე გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ოთხ-ოთხ თამაშს გამართავს, ორს შინ და ორს სტუმრად. შესაბამისად, ჯგუფში ერთ-ერთ მეტოქეს არ შეხვდება და "შავი ლომისთვის" ასეთი გუნდი ინგლისური "გლოსთერია", რომელსაც ქართულმა ფრანჩაიზმა შარშან, ჩელენჯ თასის სადებიუტო შეხვედრაში თბილისში, „მიხეილ მესხზე“ უმასპინძლა და ტურნირზე პირველი ქულა მოვიპოვა – 10:15.
"შავი ლომი" ახალ სეზონის პირველ მატჩს კვლავ „მიხეილ მესხზე“ გამართავს და 7 დეკემბერს ფრანგულ "ვანს" უმასპინძლებს, რომელმაც გასულ სეზონში Pro D2 მოიგო და Top 14-ის საგზური მოიპოვა.
ქართული გუნდი წლის ბოლო თამაშს 15 დეკემბერს უელსში, "სქარლეთსთან" გამართავს, რომელსაც გასულ წელს 15 დეკემბერს ჰლანეჰლიში 23:7 მოუგო. ეს იყო ‘შავი ლომის’ პირველი, შესაბამისად, ისტორიული გამარჯვება ჩელენჯ თასზე.
ჩელენჯ თასის ჯგუფები:
პირველი ჯგუფი: კარდიფი (უელსი), ქონახთი (ირლანდია), ჩითასი (სამხრეთ აფრიკა), პერპინიანი (საფრანგეთი), ლიონი (საფრანგეთი), ძებრე (იტალია);
მეორე ჯგუფი: მონპელიე (საფრანგეთი), პო (საფრანგეთი), ნიუკასლი (ინგლისი), დრაგონსი (უელსი), ლაიონსი (სამხრეთ აფრიკა), ოსფრეიზი (უელსი);
მესამე ჯგუფი: ვანი (საფრანგეთი), შავი ლომი (საქართველო), ბაიონა (საფრანგეთი), სქარლეთსი (უელსი), ედინბურგი (შოტლანდია), გლოსთერი (ინგლისი).
I ტური
6 დეკემბერი
გლოსთერი (ინგლისი) – ედინბურგი (შოტლანდია)
7 დეკემბერი
ბაიონა (საფრანგეთი) – სქარლეთსი (უელსი)
შავი ლომი (საქართველო) – ვანი (საფრანგეთი)
II ტური
13 დეკემბერი
ედინბურგი (შოტლანდია) – ბაიონა (საფრანგეთი)
14 დეკემბერი
ვანი (საფრანგეთი) – გლოსთერი (ინგლისი)
15 დეკემბერი
სქარლეთსი (უელსი) – შავი ლომი (საქართველო)
III ტური
10 იანვარი
გლოსთერი (ინგლისი) – სქარლეთსი (უელსი)
11 იანვარი
ვანი (საფრანგეთი) – ედინბურგი (შოტლანდია)
შავი ლომი (საქართველო) – ბაიონა (საფრანგეთი)
IV ტური
18 იანვარი
სქარლეთსი (უელსი) – ვანი (საფრანგეთი)
19 იანვარი
ედინბურგი (შოტლანდია) – შავი ლომი (საქართველო)
ბაიონა (საფრანგეთი) – გლოსთერი (ინგლისი)











