მარსელის ოლიმპიკთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, არნე სლოტმა გამოთქვა უკმაყოფილება იმ გუნდების მისამართით, რომლებიც ლივერპულის წინააღმდეგ დაცვით ფეხბურთს მიმართავენ. ნიდერლანდელ თავკაცს უპასუხა სტივ ჯერარდმა, ვინც მას წუწუნის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
"ლივერპულის წინააღმდეგ დაცვით ფეხბურთს თამაშობდნენ ყოველთვის - ახლაც, ჩემი კაპიტნობის დროსაც და იქამდე დიდი ხნით ადრეც. სლოტმა აღნიშნულ თემაზე წუწუნი უნდა შეწყვიტოს. მოწინააღმდეგეები ნებისმიერი ხერხით ცდილობენ მერსისაიდული გუნდის შეჩერებას და მთავარია ის, თუ როგორ გაუმკლავდები ამ გამოწვევას.
მეტსაც გეტყვით, პრემიერ ლიგის მოახლოებულ ტურში ბორნმუთიც ასე ითამაშებს. არნეს მოვალეობაა მოუძებნოს ამ ყველაფერს გასაღები და "წითლებს" მოაგებინოს. იმედი მაქვს, წარმატებას მიაღწევენ და სეზონის გადარჩენას შეძლებენ. "









