ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის გრიდზე ცვლილებებია — ალპინში ჯეკ დუანის გაშვების გადაწყვეტილება მიიღეს.
სეზონის საწყის 6 გრან პრიზე ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, ჯეკ დუანი გუნდს დატოვებს და მის ადგილს ფრანკო კოლაპინტო დაიკავებს.
21 წლის არგენტინელს მრბოლელს ფორმულა 1-ში ასპარეზობის გამოცდილება აქვს. გასული სეზონის ბოლოს, ის უილიამსში ირიცხებოდა და 9 გრან პრიზე მიიღო მონაწილეობა, საუკეთესო შედეგი, მე-8 ადგილი კი აზერბაიჯანში დააფიქსირა.









