სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თუქრეთს მოუგო. ჩვენმა გუდნმა 11-14 გაიმარჯვა.
საქართველოსთვის გარდამტეხი დასკვნით მეოთხედში აღმოჩნდა, სადაც 6:2 მოიგო.
საქართველოს ნაკრებიდან გოლები დუშან ვასიჩმა (4), ვატო დადვანმა(3), საბა ტყეშელაშვილმა (2), სანდრო ადეიშვილმა (1), ველკო ტანკოსიჩმა (1), ანდრია ვლაჰოვიჩმა (1), ლუკა ჩიქოვანმა (1) და გიორგი მაგრაქველიძემ (1) გაიტანეს.
ამ გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა და საკვალიფიკაციო ეტაპზე მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებს. ჩვენი გუნდი 22 იანვარს საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.









