ვალენსიაში წყალდიდობა მოხდა, რომელსაც 50 ადამიანზე მეტი ემსხვერპლმა. ესპანეთში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ვალენსიასაც და ლევანტესაც მატჩები სტუმრად ჰქონდათ, მამარდაშვილი პარლა ესკუელას, ქოჩორაშვილი კი პოტევედრას უნდა შეხვედროდა. ამ ტრაგედიის გამო, ვალენსიურმა კლუბებმა მატჩის გადადება მოითხოვეს, რაზეც თანხმობა მიიღეს.
2 ნოემბერს, ლა ლიგაში ვალენსია საკუთარ მოედანზე რეალს უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა შესაძლოა ეს შეხვედრაც გადაიდოს.









