ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი კარიმ ბენზემა, რომელმაც მადრიდის რეალში თავისი კარიერის საუკეთესო წლები გაატარა, ამ გუნდის ცუდ შედეგებს ეხმაურება.
სამეფო კლუბი მიმდინარე სეზონში ცუდ ფორმაშია და ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო.
"რეალის ფეხბურთელებს ერთმანეთთან კავშირი აკლიათ და თუ ამას შეცვლიან, ვფიქრობ ყველაფერი გამოსწორდება.
მბაპეს, ვინისიუსს, როდრიგოს, ბელინგემს, კავშირი არ აქვთ. ყველამ უნდა იცოდეს, რა გააკეთოს მოედანზე. ბელინგემმა უნდა გაიგოს, რომ ის გუნდის ლიდერია, მბაპემ გაითავისოს, რომ გოლების გამტანია და არა მეკარე, ვინისიუსი მარცხენა ფლანგელია.
როდესაც ყველამ იცის, რა გააკეთოს მოედანზე, ყველაფერი მარტივი ხდება. აქ ვსაუბრობ ფეხბურთელებზე, რომლებიც მსოფლიოს ტოპ 10 მოთამაშეს შორის არიან", - განაცხადა ბენზემამ.









