"თუ ევრო 2024-მდე ისეთ შეთავაზებას მივიღებ, რომელიც მომეწონება და ჩავთვლი რომ კარგია, ხელს აუცილებლად მოვაწერ. ლოგიკურია, რომ მომავალზე ვფიქრობ, ნაკრებთან კონტრაქტი ამ ზაფხულს მეწურება და სხვა ვარიანტების განხილვას უკვე ვიწყებ.
ამ მომენტისთვის არცერთი შემოთავაზება არ მაქვს, ახლა მხოლოდ ევრო 2024-სა და გერმანიის ნაკრებთან ერთად წარმატებაზე ვფიქრობ."
იულიან ნაგელსმანი ეროვნულ ნაკრებში 2023 წლის ზაფხულში დაინიშნა, მხარეებს შორის კი მხოლოდ 1-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. 36 წლის სპეციალისტის მიმართ ინტერესს დორტმუნდი უკვე იჩენს. მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც.









