მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ლაციოსთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები ვართ მარცხის გამო - დღეს ლაციოს არ მოუგია, ჩვენ წავაგეთ. არ ვიცი შესვენების შემდეგ რატომ დავკარგეთ თავდაჯერება, რადგან გასახდელში ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ უფრო აქტიურად წასულიყვნენ წინ და შეეტიათ მეტოქისთვის."
"პირველ ტაიმში კარგი მომენტები შევქმენით, მაგრამ საბოლოო ჯამში კარშიც კი ვერ დავარტყით და ასეთ დროს რა თქმა უნდა ვერ მოიგებ. მეორე მატჩისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ და 1/4 ფინალის საგზურისთვის ყველაფერი გავაკეთოთ" - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
ბაიერნის და ლაციოს განმეორებითი მატჩი, სადაც 1/4 ფინალისტის ვინაობა გადაწყდება 5 მარტს გაიმართება.
ტუხელი: "დღეს ლაციოს არ მოუგია, ჩვენ წავაგეთ"









